Thursday, April 24, 2014

               გაკვეთილის გეგმა ქართულ ლიტერატურაში

გაკვეთილის თემა
მასწავლებლის სახელი და გვარი
გველი და კაცი

პედაგოგი - ნუნუ  თოდაძე
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლის საფეხური
საბაზო
კლასი
VII
მოსწავლეთა რაოდენობა
ცხრა
განსაკუთრებული საჭიროების მქონე
0
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
·         დისკუსიისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გაცნობა და გამოყენება;
·         მოსწავლეებში დამოუკიდებელი შემოქმედებითი აზროვნების უნარის ჩამოყალიბება;
·         აზრის წერილობით გადმოცემის უნარის გამომუშავება;
·         გამოუმუშავდება საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
·         თვითგამოხატვის უნარი;
·         ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენების უნარი.Power Point ში მომზადებული პრეზენტაციის გამოყენება ზეპირი პრეზენტაციის დროს.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი ინდიკატორები
ქართული ენა და ლიტერატურაVII1,2,3,5,7,8,12,13
·         მოსწავლე ისმენს უცნობი ინფორმაციის შემცველ ტექსტს და შემდეგ სვამს ადეკვატურ კითხვებს;
·         აანალიზებს საგაზეთო და სატელევიზიო გადაცემებს;
·         იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს(მხედველობითი კონტაქტი, ჟესტიკულაცია,საუბრის ტემპი)
·         განმარტავს გამოყენებულ სტატიებს; პრეზენტატორი მსმენელის ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა სახის ინფორმაციებს...
·         წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ს.ს.ორბელიანის იგავი „კაცი და გველი“;
იციან ლიტერატურულ-მხატვრული ნაწარმოებების ჟანრების გარჩევა;
იციან ისტ-ის საშუალებების დანიშნულება-გამოყენება(პროგრამაPower Point-ში მუშაობა,ინტერნეტში მოძიება, ტელეფონიდან, ციფრულიდან მასალის დისკზე გადაწერა)

გაკვეთილის თანმიმდევრობა
             საორგანიზაციო საკითხების მოგვარება 2 წთ
A ფაზა-გამოწვევა , გონებრივი იერიში
აქტივობა1.მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს უკვე შესწავლილ იგავს „კაცი და გველი“; განმარტავს დისკუსიის მიზანს და გამოყოფს ჯგუფებს.
                                           -    6წთ
B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა3. მასწავლებელი სვამს კითხვას: თქვენ მოერ შესწავლილ იგავში რა არის სიცრუე?სიბრძნე? / კითხვას სავარაუდო პასუხებთან ერთად - 3წთ
აქტივობა4. კითხვა-პასუხი
მასწვლებელი სვამს კითხვებს: 1.თქვენი აზრით,რატომ არ სწამთ ხოლმე ადამიანებს ერთმანეთის?რა იწვევს რწმენის დაკარგვას?
2იმსჯელეთ,რა თვისებები უბიძგებს ადამიანს,იხელმძღვანელოს გველის სამართლით?
3. თქვენი აზრით,რა არის საჭირო იმისთვის,რომ სიკეთის წილ სიკეთე დაითესოს?  კარგსა და სასურველ ქმედებას ცუდითა და ბოროტებით არავინ უპასუხოს?    -  5წთ
აქტივობა5.
მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით წარმოადგენენ power point-ში მომზადებულ პრეზენტაციებს.- 12წთ
.
აქტივობა6. მოსწავლეები  ჯგუფებიდან სვამენ კითხვებს და კითხვა - პასუხის რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას - 10წთ.
C ფაზა-რეფლექსია,დასკვნითი ნაწილი
აქტივობა7. საშინაო დავალება: შექმნან ლიტერატურული იგავები ომონიმების გამოყენებით და განათავსონ ლიტერატურულ ჟურნალში,რომელსაც თვითონვე,სურვილის მიხედვით დაარქმევენ სახელს.
           -        5წთ
შეფასე  -  2წთ
შეფასება
მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკებით; განმავითარებლით  ფსადება საუბრის, ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი.
ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენების უნარი;
დროის დისციპლინის დაცვა.

განმსაზღურელი  შეფასებით ფასდება
ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
(შეფასების რუბრიკები თან ახლავს გეგმას)
საკლასო მენეჯმენტი
მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად,ჯგუფებში.
საგანმანათლებლო რესურსები
VII-კლასის სახელმძღვანელო(მაღლაკელიძე)
რვეული, კალამი,მონიტორი, კომპიუტერი,პროექტორი.


კრიტერიუმი   
1-2                           
3-4
 5-6 

7-8
9-10
მოსწავლეს შეუძლია სიკეთეზე მსჯელობა
მოსწავლე ვერ ხვდება რა არის სიკეთე.
        მოსწავლეს        უჭირს წაკითხულიდან სიკეთის ამოცნობა.

მოსწავლე  არჩევს სიპეთის მოქმედს.

მოსწავლე მსჯელობს სიკეთეზე,მოჰყავს მაბალითები ცხოვრებიდან.  
მოსწავლეაკეთებს  დასკვნას  ,სიკეთის კეთება ადამიანს მოთხოვნილებად უნდა  ექცეს.